ახალი ამბები
,,26 მაისის სანაპიროს" მაკეტი - სკვერთან ერთად მერია ტროტუარებსაც მოაწყობს
მდინარე ლიახვის სანაპიროზე, ქალაქის მერია, მოედნისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაციას გეგმავს.

ამის თაობაზე, თვითმმართველი ქალაქის ხელმძღვანელობამ, 380 000 ლარი გამოყო.

არქიტექტურის სამსახურის მიერ შედგენილი მაკეტის მიხედვით, გზასთან ერთად, ტროტუარიც მოეწყობა.

აუქციონის გამართვამდე ერთი დღე რჩება.

,,26 მაისის სანაპირო" წმინდაწყლის (ამილახვრის) ხიდიდან იწყება, გაივლის ლიახვისა და მეჯუდას შესართავს. შემდეგ კი, კომბინატის ხიდთან მთავრდება.

ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ 2017 წლის იანვარში, დაახლოებით 140 მ სიგრძის გზის მოასფალტება შპს ,,შარამ" 81 700 ლარად შეასრულა.

წლის დასაწყისში, ბაზრის მოვაჭრეები საკრებულოს თავმჯდომარესთან, ზურაბ როსებაშვილთან ჩიოდნენ, რომ ახალ გზას გარემოვაჭრეებს ურემონტებდნენ.

ქალაქის მერიაში ეს გარემოება უარყვეს, რადგან ქუჩებზე და ტროტუარებზე უნებართვო ვაჭრობას არც პატრული და არც ზედამხედველობის სამსახური დაუშვებსო.


Print

სტატიის გამოყენების პირობები