ახალი ამბები
ხვალ გამგეობის დაქირავებული მონადირეები მგლებზე სანადიროდ გავლენ
გორელ მონადირეთა ჯგუფი, 11 ივნისს, დილით ადრე, მგლებზე სანადიროდ გავა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ცხოველთა დამცველმა, ირმა მთიულიშვილმა აცნობა.

მისი თქმით, მონადირეებისთვის, სავარაუდოდ, გარეული ცხოველის ბუნაგი ცნობილია.

,,ხვალ, დილის ხუთ საათზე უნდა მოხდეს მგლების დახოცვა, ანუ სპეცოპერაციას უწყობენ მგლებს, რომლის ბუნაგები მონადირეებმა წინასწარ მანამდეც იცოდნენ. მათ ხელშეკრულება გამოუცხო გორის გამგეობამ. ბიუჯეტიდან ხარჯავენ თანხას 10 მგლის მოკვლაზე და არ ეძებენ გამოსავალს საცოდავი ცხოველების დასაცავად ან გამოსავლის მოძებნას" - აცხადებს ირმა მთიულიშვილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობამ 10 მგლის ,,ამოღების" მიზნით, მონადირეები დაიქირავა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები