ახალი ამბები
,,ნიქოზი-გორის" მონაკვეთზე მოძრავი ერთადერთი ,,ელექტრიჩკას" მეორე ავარია
ღეს, დილით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენთან, ,,ნიქოზი-თბილისის" სამგზავრო მატარებელ,,კეთილმოწყობის" სამსახურის სატვირთო მანქანა გვერდიდან დაეჯახა.

ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა მანქანის მძღოლი და მისი მგზავრი. მატარებელი კი, რელსებიდან გადავიდა.

ადგილი, სადაც ავარია მოხდა, ნიქოზი-გორის სარკინიგზო ერთლიანდაგიან მონაკვეთს წარმოადგენს. აქ დღის განმავლობაში, ერთადერთი მატარებელი მოძრაობს.

მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, მატარებლის სიჩქარე არ აღემატება 30 კმ/სთ-ს. საღამოს ის, გორის სადგურიდან 9 სთ-ზე გადის, ხოლოდ, დილით, ნიქოზიდან 6 სთ-ზე.

ნიქოზის მატარებელი, სოფელ შინდისთან, 15 წლის წინ, დაეჯახა ტრაქტორს, რა დროსაც ტრაქტორის მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

ორთაშენიდან ნიქოზამდე, რკინიგზას რამდენიმე შიდა სასოფლო დანიშნულების გზები კვეთს.

სოფელ ორთაშენთან, მატარებლისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების ფაქტზე რკინიგზის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

"დღეს, 6 სთ 50 წუთზე, ნიქოზი-გორის სარკინიგზო მონაკვეთის მე-7 კილომეტრზე გრაფიკის დაცვით მოძრაობდა მატარებელი N605, რა დროსაც სატვირთო მანქანის მძღოლმა ვერ შეძლო მანქანის დამორჩილება და ნიქოზიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ საგარეუბნო სამგზავრო მატარებელს (#605) სარკინიგზო გადასასვლელზე გვერდიდან შეეჯახა, რამაც მატარებლის ლიანდაგიდან აცდენა გამოიწვია. არც ერთი მგზავრის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ჯანმრთელობის მცირედი დაზიანება მიიღო სატვირთო მანქანის მძღოლმა. შემთხვევის ადგილზე პრობლემის აღმოსაფხვრელად საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად გამოცხადნენ და ყველა საჭირო სამუშაო დროულად შეასრულეს. აღნიშნულ შემთხვევას არ გამოუწვევია სხვა მატარებლების შეფერხება და ყველა მატარებელი გრაფიკის შესაბამისად გადაადგილდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოყენებულია საზგადოებრივი მაუწყებლის ჟურალისტის, ნინო ფისაძის ფოტოები

 


 





Print

სტატიის გამოყენების პირობები