ახალი ამბები
უფლისციხეში ნიაღვრისგან დაზიანებული გზა აღადგინეს
უფლისციხის მუზეუმში მისასვლელი გზა წუხელ ნიაღვარმა ძირი გამოაცალა

დღეს, შუადღეს, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენა დაასრულეს.

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაცია მადლობას უხდის გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ დავით ონიაშვილს და საგზაო სამშენებლო სამმართველოს N:1-ის ხელმძღვანელს, ბატონ შოთა აბულაძეს, ოპერატიული სამუშაოების ჩატარებისთვის.

ამ დროისთვის დაზიანებული მონაკვეთი აღდგენილია. დაიგეგმა კომისიის შექმნა აღნიშნული გზის შესასწავლად.



სანიაღვრე არხის წყალმა, რომელიც გზის ქვეშ გადიოდა, ასფალტს ძირი გამოაცალა. მოძრაობა მანქანებისთვის გადაკეტილი იყო




დაზიანებული გზის ნაწილი ხრეშით ამოავსეს




ამჟამად, გზა გახსნილია და მანქანები მუზეუმის ტერიტორიაზე მოძრაობს


Print

სტატიის გამოყენების პირობები