ახალი ამბები
ნადირობა მგლებზე უშედეგოდ დასრულდა
დღეს, დილით, ნადარბაზევის მიმდებარე ტერიტორიაზე, მგლებზე ნადირობა უშედეგოდ დასრულდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მონადირეთა ჯგუფში, მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებიც შედიოდნენ.

კერძოდ, - გამგებლის მოადგილე, ინფრასტრუქტურის სამსახურისა და იურიდიული სამსახურის უფროსები.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობამ მონადირეთა რამდენიმეკაციანი გუნდი მგლების ,,ამოღების" მიზნით დაიქირავა.

ამის მიზეზი, რაიონის სხვადასხვა სოფელში პირუტყვისა და ცხვრის განადგურების ფაქტები გახდა.

მოსახლეობა ჩიოდა, რომ ე.წ. სამგლე ხევში 10-მდე მტაცებელი ცხოველი ბინადრობს.

გამგეობის დაკვეთით და გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვით, მონადირეებს, რაიონის მასშტაბით, 10 მგლის მოკვლის უფლება მიეცა.

ია თინიკაშვილის ფოტოები.




Print

სტატიის გამოყენების პირობები