ჯავის რაიონის რამდენიმე სოფელი - ბუზალა, ხუცე და მორგო რაიონულ
ცენტრს მოწყდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ცნობით, ძლიერმა ნალექმა
მისასვლელი გზები დააზიანა.
,,ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა გზების აღდგენასთან დაკავშირებით" -
განუცხადა ჟურნალისტებს ჯავის რაიონის ადმინისტრაციის
წარმომადგენელმა.
ერთ-ერთი სოფელი ბუზალა — მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის
მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1120 მეტრი, ჯავიდან 1,5 კილომეტრი.
სტატიის გამოყენების პირობები