ახალი ამბები
სინოპტიკოსები გორში ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს 15 ივნისის ჩათვლით ვარაუდობენ
სინოპტიკოსები დღეს გორში ხანმოკლე წვიმას და ელჭექს ვარაუდობენ.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია დასავლეთის ქარი 17-22 მ/წმ სიჩარით.

ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს.

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

ნალექს, ძირითადად, ღამის საათებში ელოდებიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები