ახალი ამბები
დღიური შრომა 25 ლარი - ხურვალეთის დევნილთა დასახლება
ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში, თითო ოჯახს, დაახლოებით, 50 მეასედი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში აქვს.

200-ზე მეტი ოჯახი ურწყავ ტერიტორიაზე მოსავალს ზაფხულშივე ელოდება.

შემოდგომამდე მცენარეები, მათ შორის, სიმინდი, უწყლოობის გამო, ვერ ძლებს.

წლევანდელ წვიმიან სეზონზე ლობიომ, ხახვმა და ნიორმა გაიხარა.

თუმცა, ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოსავლიანობა, სწორედ, ამინდებზეა დამოკიდებული.

ტერიტორია, წლების წინ, ნადარბაზევის წყალსაცავიდან ირწყვებოდა, თუმცა, მოშლილი სისტემის გამო, წყალსაცავი ნახევრად უფუნქციოდაა.

,,ვისაც არ შეუძლია მუშაობა, იმათ ვეხმარებით. ზოგი კლასელები, ზოგი მეზობლები ვიყავით ხეობაში. აქაც ერთმანეთს ვეხმარებით ხოლმე" - აცხადებენ ისინი.

თუმცა, არის ისეთი ნაკვეთები, რომლის მფლობელებსაც ურჩევნიათ დაქირავებული შრომა. ერთი დღით მუშაობა 25 ლარი ღირს, ერთჯერადი კვებით.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები