ახალი ამბები
ადამიანი-ინსტალაცია გარიყულაში - თეძმის ხეობაში უჩვეულო აქცია გაიმართა (PHOTO)
დღეს, მდინარე თეძმის ხეობაში, დასუფთავების აქცია, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ნიმუშის თანხლებით, გაიმართა.

გარიყულაში ახალგაზრდებმა და სკოლის მოსწავლეებმა მდინარის ნაპირი ნარჩენებისგან გაასუფთავეს.

თანამედროვე ხელოვნების ნიმუში, FestINova - ზე შექმნილი ინსტალაცია ,,არტ - ვილა გარიყულაში" დამონტაჟდა.

ის ამერიკაში მოღვაწე ირანელმა გრაფიტისტებმა ( ICY & SOT - აისი და სოტი) დაამზადეს.

ადამიანის ინსტალაცია რკინის კონსტრუქციით არის შექმნილი და ქუჩაში დაყრილი ნარჩენებითა და პოლიეთილენის პარკებით არის შეფუთული.

ICY და SOT- ის შექმნილი თანამედროვე ხელოვნების ნიმუში საუკეთესო დემონსტრაციას ახდენს, თუ რა გავლენას ახდენს დაბინძურებული გარემო საზოგადოებაზე და როგორ გამოიყურება ადამიანი, რომელიც აზიანებს და ანაგვიანებს ბუნებას.

პარალელურად, არტ-ვილა გარიყულაში ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის - Art for Social Changes პრეზენტაცია გაიმართება.

ორგანიზაციის მიზანია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების დახმარებით, ყოფითი კულტურის ამაღლება.





Print

სტატიის გამოყენების პირობები