ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში დედა-შვილი მოკლეს.
შს სამინისტროს კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები ამ წუთებში
ადგილზე მუშაობენ.
გარდაცვლილები დილით მეზობლებმა ნახეს.
ვიზუალური დათვალიერებით, ადგილზე მყოფები ვარაუდობენ, რომ დედა-შვილი
ჯერ ცემეს, შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი, ნოდარ კოპაძე ამბობს,
მკვლელობა სასტიკი მეთოდებითაა ჩადენილი.
,,ეს ადამიანები უწესიერესი ადამიანები იყვნენ სოფელში. დედა
დაახლოებით 62 წლისა იყო, გოგო - 30-წლამდე. ორი გოგო გათხოვილა
სხვაგან. სახლში მარტო იყვნენ" - აცხადებს ნოდარ კოპაძე.
62-წლის ქალს მეუღლე არ ჰყავდა. ის ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს,
დაკარგულად ითვლება.
სოფელი ტახტისძირი გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარებს და დვანის
ტერიტორიულ ორგანოში შედის.
ფოტოზე: სოფელი ტახტისძირი
სტატიის გამოყენების პირობები