ახალი ამბები
გორში ბინა დააყაჩაღეს - სახლში ძიძა 9-თვის ტყუპებთან ერთად იმყოფებოდა
დღეს, დაახლოებით, 17 საათზე, გორში ბინა დააყაჩაღეს.

უცნობმა პირებმა, სავარაუდოდ, ქალის ფორმაში გადაცმულმა პირებმა ვიცე-მერის, გოგა რაზმაძის ბინაში შეაღწიეს.

ოჯახში ძიძა, 9 თვის ბავშვებთან ერთად, იმყოფებოდა.

მეზობლების თქმით, ნიღბიანმა პირებმა მას თავში ჩაარტყეს და ფული მოსთხოვეს.

,,როგორც ჩვენ გავიგეთ, ბავშვების დედა საბავშვო ბაღში იყო წასული უფროსი შვილების მოსაყვანად. სახლში ძიძა იყო მარტო 9-თვის ტყუპებთან ერთად. დედა ბინაში სადღაც 15 წუთის შემდეგ დაბრუნებულა. სწორედ, იმ 15 წუთში მომხდარა ეს ყაჩაღობა. გოგას ოთხი შვილი ჰყავს" - აცხადებენ მეზობლები.

ამ წუთებში ოჯახში ექსპერტ-კრიმინალისტიკები მუშაობენ. შემთხვევა ქალაქის ცენტრში, სტალინის გამზირზე მოხდა.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

ამ მუხლის მიხედვით, ეს არის ყაჩაღობა ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლების მიზნით.

რედაქციისგან: მომდევნო დღეს, შსს პრეს-სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, ძიძამ დაყაჩაღების ინსცენირება გაითამაშა.

იხ. ამავე თემაზე: დაყაჩაღებული ვიცე-მერის გოგა რაზმაძის ბიზნესი

Print
თეგები: ყაჩაღობა / გორი /

სტატიის გამოყენების პირობები