ახალი ამბები
სურამის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 1 მლნ ლარამდე გამოიყო
ხაშურის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე გამოიყო.

ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ალავიძემ დღეს სურამში ყოფნისას განაცხადა.

მინისტრმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და დაპირდა, რომ უმოკლეს ვადებში დაიწყება ბაიანთხევის შიდა გზისა და წყალმომარაგების პრობლემების მოგვარება.

ზურაბ ალავიძე, მხარის გუბერნატორთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, დაბა სურამში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს  გაეცნო.

ნიაღვარმა დააზარალა ბაიანთხევის მოსახლეობა, წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ მოშალა ნაპირსამაგრები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.

სურამში მესამე დღეა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები