ახალი ამბები
მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე გორის გამგეობის სოციალური ბიუჯეტის ხარჯვის ხარვეზებზე ისაუბრეს
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში მრჩეველთა საბჭოს რიგით მე-12 სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა  გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგები განიხილეს და, გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, სხვადასხვა რეკომენდაციები და წინადადებები შეიმუშავეს.

სხდომას შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე, იოსებ ოქრომელიძე ესწრებოდა.

პრეს-სამსახურის ცნობით, მან საბჭოს მუშაობა დადებითად შეაფასა და მუშაობის პროცესში ჩართვის სურვილი გამოთქვა.

გარდა ამისა, მრჩეველთა საბჭოს წევრები ორგანიზაცია PIN-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ.

პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში,  ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია PIN-ის მიერ, ხორციელდება.

პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი”. მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა ივლისშია დაგეგმილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები