ახალი ამბები
ფხვენისში დაპირებული გაზიფიცირება მეორე წელია არ ჩანს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში გაზიფიცირება არ დაწყებულა.

სამშენებლო კომპანიის გამოჩენას ადგილობრივი მოსახლეობა გაზაფხულის ბოლოს ელოდებოდა.

ფხვენისელებს დაპირება მაჟორიტარმა დეპუტატმა და გამგებელმა, სოფელში ვიზიტისას, მისცეს.

ადგილობრივი მკვიდრი, ვახტან ბიბილური იძულებულია, რომ მომდევნო ზამთრამდე, ერთი მანქანა შეშის საყიდლად, 1000 ლარი, კვლავ, შეაგროვოს.

,,წყლის შემოყვანასაც შეგვპირდნენ, მაგრამ არც წყალი ჩანს" - ამბობს ვახტანგ ბიბილური.

ფხვენისი გამყოფ ხაზთან, თითქმის, ერთ კილომეტრი მანძილითაა დაშორებული.

,,ომის დროს ჩვენი სოფელიც დაზარალდა, აქაც ჩამოყარეს ბომბები და არც კი ვითვლებით კონფლიქტის ზონად" - აცხადებს ვახტანგ ბიბილური.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, სოფელ ფხვენისში გაზიფიცირების სამუშაოები 2016-2017 წლებში უნდა განხორციელებულიყო.

ავტორი: ნინო ჩიბჩიური

Print

სტატიის გამოყენების პირობები