ახალი ამბები
გორის გამგეობაში 109 პირმა სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნა ისურვა
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნა 109 პირმა მოითხოვა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, 109 აპლიკანტიდან გამოცდაზე, მხოლოდ, 27 მოქალაქე გავიდა.

27-დან კი, 9 პირი ჩაიჭრა.

გამოცდები 2 ივნისს, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა.

თითო ადამიანის გამოცდაში გამგეობამ 10 ლარი გადაიხადა. ჯამში, 270 ლარი.

,,პირველ ეტაპზე, წარმოდგენილი აპლიკანტებიდან 109 ადამიანის კანდიდატურა დარეგისტრირდა. ამ 109-დან გამოცდაზე, ანუ მეორე ეტაპზე, 27-მა მიიღო მონაწილეობა. წინ დარჩა მესამე ეტაპი - გასაუბრება" - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

მესამე ეტაპზე, გამგებელს და კომისიის წევრებს, დარჩენილი 18 კანდიდატის გარდა, კიდევ 7 კანდიდატი გაესაუბრება. ამ შვიდმა ადამიანმა გამოცდები წინა წელს ჩააბარა.

ვაკანსიები შემდეგ პოზიციებზეა გამოცხადებული: წარმომადგენელი სოფელი ნიქოზის წარმომადგენელი და სპეციალისტი რამდენიმე სოფელში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები