ახალი ამბები
კასპის რაიონში რეზინისა და პლასტმასის ნარჩენების ქარხანა უნებართვოდ აამუშავეს
კასპის მუნიციპალიტეტში, რეზინის ნაწარმისა და პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო აამუშავეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ამუშავებისას საწარმოს ხელმძღვანელობას შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა მოპოვებული.

ადგილზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს, გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლები მივიდნენ.

დეპარტამენტის წარმომადგენლებს, საწარმოს მშენებლობისა და ექსპლუატაციაში გაშვებისთვის საჭირო, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ვერ წარუდგინეს.

არ იყო ასევე გარემოზე ზემოქმედების ნებართვა გაცემული, რაზედაც კომპანია დააჯარიმეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები