ახალი ამბები
გორის მერს ისრაელის ქალაქ ლოდის წარმომადგენლობა ეწვია
ისრაელის ქალაქ ლოდის წარმომადგენლობამ, დილით, ჯერ ციხის უბანში მდებარე სინაგოგა მოუნახულა.

შემდეგ გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს შეხვდნენ.

პრეს-სამსახურის ცნობით, ორი ქალაქის ხელმძღვანელებმა სამომავლო ურთიერთობის საკითხებზე იმსჯელეს.

ლოდი ის ქალაქია, სადაც, გადმოცემის მიხედვით, წმინდა გიორგია დაკრძალული.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან რაფაელ კატაშვილი - ქალაქ ლოდის მერის პირველი მოადგილე, ავი ბოთერაშვილი - ქალაქ ლოდის გამგებელი, მორად ფიზინსკი - ქალაქ კირიათის ვიცე მერი.

,,შეხვედრაზე ისაუბრეს გორელ ებრაელებზე, გორისა და ლოდის ისტორიაზე, ღირშესანიშნაობებსა და განვითარების შესაძლებლობებზე. ასევე, განიხილეს ორ ქალაქს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განახლებისა და გამყარების შესაძლებლობები." - აცხადებს პრეს-სამსახური.

პირველად, ორი ქალაქი: გორი და ლოდი 1996 წელს დამეგობრდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები