ახალი ამბები
,,წმინდაწყალზე ასფალტის სანაცვლოდ 100 ხე მოიჭრება"
წმინდაწყალზე, ვოლოგდის დასახლებაში, კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ს მუშები ერთ კვირაში სამუშაოებს დაიწყებენ.

გეგმის მიხედვით, 100 ცალი ხე მოიჭრება, გზა და გადასასვლელი ხიდი გაფართოვდება.

მერიის ცნობით, ხეების ნაცვლად, ახალი ასფალტი დაიგება. 100 ხის მოსაჭრელად მუშები 1000 ლარს მიიღებენ.

დეტალური სამუშაოები ხარჯთაღრიცხვაშია წარდგენილი, რომელიც ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ის დირექტორმა მერიას 6 ივნისს წარუდგინა.

კომპანია ვოლოგდის დასახლების საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელსაც გადაიტანს.

ამ პროექტის პარალელურად, საგზაო კომპანია ვერხვების დევნილთა დასახლების მისასვლელს გაარემონტებს.

ხოლო ლუნაჩარსკის ქუჩაზე (ჭავჭავაძის ქუჩისა და იერუშალაემის ქუჩის დამაკავშირებელი მონაკვეთზე) 32 მ-ის სიგრძის ახალ ასფალტს დააგებს.

ჯამში, 276 000 ლარი დაიხარჯება.

გორის მერიის განმარტებით, კომპანიამ ხარჯთაღრიცხვაში შეცდომა დაუშვა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეს-სამსახურიში განუცხადეს.

მათი თქმით, კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ის წამომადგენელს დოკუმენტაციაში ,,ზომის ერთეულებით" (კერძოდ, კუბამეტრებით) უნდა ეხელმძღვანელა.

,,კომპანიამ 100 ცალი ხე ზომის ერთეულად გამოიყენა. სინამდვილეში, წმინდაწყალზე ერთი ხე მოიჭრება" - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

შიდა ქართლის გუბერნატორის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ხეების ნაცვლად, ბუჩქები მოიჭრება.










Print

სტატიის გამოყენების პირობები