ახალი ამბები
ქართლის უძველეს ნაქალაქარზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს
არქეოლოგ გოდერძი ნარიმანიშვილის ხელმძღვანელობით, სოფელ ძალისთან არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.

ანტიკური ხანის პერიოდის ქალაქის ტერიტორიაზე სტუდენტები, ამჟამად, სამაროვანის ტერიტორიაზე მუშაობენ.

არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი, გოდერძი ნარიმანიშვილი აცხადებს, რომ ველზე მუშაობა ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.

შედეგებს სტუდენტები გათხრების შემდეგ წარადგენენ.

ანტიკური ხანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი, ნაქალაქარი მდებარეობს დღევანდელ სოფელ ძალისში, მუხრანის ველზე, მდინარე ნარეკვავის ორივე ნაპირზე, მცხეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კმ-ის დაშორებით.

იდენტიფიცირებულია ქალაქ ძალისასთან (Zalissa), რომელსაც ახ. წ. II საუკუნის ბერძენი გეოგრაფი კლავდიოს პტოლემაიოსი „გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში“ (Geographike Hyphegesis) იბერიის აღწერისას სხვა ქალაქებთან ერთად იხსენიებს.

ძალისასა და მის მიდამოებში 1971-1975 წწ. არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ნასტაკისის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი ალექსი ბოხოჩაძე).

1971-1976 წწ. ძალისის მიდამოებში გამოვლინდა ანტიკური ხანის ნაქალაქარი.

აღმოჩნდა სასახლისა და ტაძრის ნაშთები, მოზაიკიანი იატაკის მქონე აბანო, ტაძარ-სასახლის კომპლექსი, საცხოვრებელ ნაგებობათა ნაშთები, კოლექტორები, ტყვიის მილებით შედგენილი წყალსადენის ქსელი, აგურით მოკირწყლული ქუჩებისა და მოედნების ნაწილი, მოზაიკური იატაკები, შემკული მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტებითა და წარწერებით, არქიტექტურული დეტალები, თიხისა და მინის ჭურჭელი და სხვ















მოზაიკა, ძალისში აღმოჩენილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები