ახალი ამბები
მერია 100 ხის ჭრის თაობაზე განცხადებას ავრცელებს
გორის მერიის განმარტებით, კომპანიამ ხარჯთაღრიცხვაში განზომილების ერთეულად მათემატიკური მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ უცნობი ტერმინი გამოიყენა.

კერძოდ, ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ის წამომადგენელს დოკუმენტაციაში ,,ზომის ერთეულებად" (კერძოდ, კუბამეტრების ნაცვლად) ,,100 ცალი ხე" აქვს მითითებული.

,,კომპანიამ 100 ცალი ხე ზომის ერთეულად გამოიყენა. სინამდვილეში, წმინდაწყალზე ერთი ხე მოიჭრება" - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

შიდა ქართლის გუბერნატორის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ხეების ნაცვლად, ბუჩქები მოიჭრება.

შეგახსენებთ, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში, გორის მერიის დაკვეთით, გზა გაფართოვდება, სანიაღვრე არხზე ხიდი გაკეთდება. რკინაბეტონის ასფალტი დაიგება.

ეს ის ადგილია, სადაც 2013 წელს მწვანე ზოლი გაუქმდა და სკვერი განადგურდა.

კომპანიის ხელმძღვანელი ირწმუნებოდა, რომ პროფილაქტიკის წინ ახალ ნარგავებს მიიტანდა.

ადგილი სახელმწიფოს ეკუთვნის და აღნაგობის იჯარით, 49-წლიანი ვადით გაიცა.

ამჟამად, შენობაში ავტოსამრეცხაო, ავტოშემკეთებელი სახელოსნო, სასადილოები და კაფეები გაკეთდა. სკვერის ადგილას კი, ორსართულიანი კაპიტალური შენობა შენდება.







იხ. ვიდეო არქივი, სადაც ამჟამად კვლავ გაფართოება იგეგმება



Print

სტატიის გამოყენების პირობები