,,საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში,
ქალაქ გორს საკრებულოში 5 მაჟორიტარი წევრი ეყოლება.
ამის შესახებ პროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე
შეიტანეს.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
ხელმძღვანელების განცხადებით, საკრებულოს შემადგენლობაში,
თვიმმართველი თემის და ქალაქის წარმომადგენელთა რაოდენობა
დაბალანსდება.
ამჟამად, ქალაქი გორი 6 ზონადაა დაყოფილი
- ცენტრალური ნაწილი, წმინდაწყალი, ვერხვების დასახლება, ჭალის, კომბინატისა და სადგურის დასახლება.
2010-2014 წლებში ქალაქიდან, მხოლოდ, ერთი მაჟორიტარი წევრი იყო არჩეული.
თვითმმართველი თემის შემადგენლობაში შემავალ ქალაქებში, სადაც
ამომრჩეველთა რაოდენობა 35 000 ან მეტია – მაჟორიტარული წესით
საკრებულოს 5 წევრი აირჩევა.
ქალაქ გორის მოსახლეობის რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 49 ათასზე
ოდნავ მეტია.
რაც შეეხება სხვა თვითმმართველი თემის ქალაქებს, იქ, სადაც მოსახლეობა
20 000-ზე მეტია, მაგრამ 35 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით
საკრებულოს 4 წევრი აირჩევა.
ქალაქებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10
000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით საკრებულოს 2 წევრი
აირჩევა.
ქალაქებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ 20
000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით საკრებულოს 3 წევრი აირჩევა.
სტატიის გამოყენების პირობები