ახალი ამბები
ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციები გაიყიდება
ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება.

ამის შესახებ, დღეს, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილებ,ა ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგეტიკული განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთობლივი კონსულტაციების შემდეგ, მიიღო.

ქარის ელექტროსადგურის წილის მფლობელები საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ გახდნენ.

ქართლის ქარის ელექტროსადგური, EMEA Finance-ს მიერ, 2016 წლის განახლებადი ენერგიის პროექტების საუკეთესო გარიგებად დასახელდა.

EMEA Finance (Europe, Middle East and Africa Finance) არის საერთაშორისო დონის ფინანსური ჟურნალი, რომელიც ყოველწლიურად იკვლევს და ასახელებს საუკეთესო გარიგებებს ევროპის, შუა აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებში ფინანსურ ინსტიტუტების, მიმწოდებლებსა და შემსყიდველებს შორის ურთიერთობებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები