ახალი ამბები
გორში ცხოველთა ვეტერინარული კლინიკის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
ცხოველთა ვეტერინარული კლინიკის მოწყობა უახლოეს დღეებში იგეგმება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ცხოველთა დამცველმა, ირმა მთიულიშვილმა აცნობა.

მისი თქმით, ისეთ ქალაქში, სადაც უამრავი ცხოველი, განსაკუთრებით, მიუსაფარი ძაღლები და კატებია, კლინიკის გახსნის საჭიროება არსებობს.

ირმა მთიულიშვილის ვეტერინარია ჯორბენაძის ქუჩაზე, სასამართლოს შენობის მოპირდაპირე მხარეს, გაიხსნება.













Print

სტატიის გამოყენების პირობები