ახალი ამბები
გორის ეპარქია ტაძრის მომსახურებისთვის მერიისგან მანქანას ითხოვს
გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა ანდრიამ  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას, ავტომანქანის თხოვების მიზნით, წერილობით მიმართა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქალაქის საკრებულოდან აცნობეს.

საკრებულოს პრეს-სამსახურის ცნობით,  აღნიშნული წერილით გორისა და ატენის ეპქრქიის მიტროპოლიტი ანდრია, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა, მერსედეს–ბენცი 313 CDI, სარეგისტრაციო ნომრით DCD-391 ტაძრის მომსახურებისთვის, ორი წლის ვადით გადაცემას ითხოვს.

,,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს საპატრიარქოს გორისა და ატენის ეპარქიას, თხოვების ფორმით,  გადასცეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა მერსედეს–ბენცი 313 CDI, სარეგისტრაციო ნომრით DCD-391, ტაძრის მომსახურებისთვის, ორი წლის ვადით." - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები