ახალი ამბები
,,ფერების ფესტივალი" გორში (PHOTO/VIDEO)
დღეს, გორში, ფერების ფესტივალი გაიმართა.

გორის მერიის ხელშეწყობით, ღონისძიეა ,,ახალ ბაღის" ტერიტორიაზე გაიმართა.

ფერების ფესტივალი - იგივე ,,Holi", დასაბამს ინდოეთიდან იღებს.

ტრადიციის მიხედვით, ათი ათასობით ინდოელი ფერადი ფხვნილებისგან შემდგარი ულამაზესი სანახაობით გაზაფხულის მოსვლას ეგებება.

,,Holi" დროთა განმავლობაში პოპულარული მთელ მსოფლიოში გახდა. 

ორგანიზატორებმა მასში დროთა განმავლობაში თანამედროვე ელემენტები შეიტანეს.

სწორედ, ამიტომ, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ფესტივალის სახე მიეცა, სადაც არის ბევრი მუსიკა, გართობა და რაღა თქმა უნდა, არატოქსიკური ფხვნილის საღებავი. 







Print

სტატიის გამოყენების პირობები