ახალი ამბები
გორში არარსებულ კონცერტზე 10-ლარინი ბილეთები გაიყიდა
გორის რამდენიმე საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არარსებული კონცერტის ბილეთები 10-ლარად გაყიდეს.

ამის თაობაზე, 24 ივნისს, კულტურის ცენტრში მისული მშობლები, რომლებიც ბავშვებთან ერთად იმყოფებოდნენ, უკან გამოაბრუნეს.

კულტურის ცენტრის თანამშრომლების განცხადებით, იმ დღით, არავითარი კონცერტი იყო დაგეგმილი.

10-ლარიანი ბილეთის მფლობელი რამდენიმე ათეული ადამიანი აღმოჩნდა.

ისინი სოციალურ ქსელში წერენ, რომ მოტყუებულები დარჩნენ, რადგან ბილეთის გამყიდველები საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ და ბილეთის შეძენას სთხოვდნენ.

აღნიშნული ბილეთები ,,შშმ პირთა დახმარებისა და დაელოხვნების ლიგას" სახელით გაიყიდა.

ეს ორგანიზაცია ქალაქ ქუთაისშია რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულია, რომ გამგეობის თავმჯდომარე კობა ბერეკაშვილია.

ორგანიზაცია 10 წლის წინ დაფუძნდა და დროთა განმავლობაში რამდენიმე ხელმძღვანელი შეიცვალა. დოკუმენტაციაში საკონტაქტო ინფორმაცია მითითებული არა აქვთ.







Print

სტატიის გამოყენების პირობები