ახალი ამბები
ქალაქ გორში ტურისტების რაოდენობა გაორმაგებულია
მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე ქალაქ გორს 24 083 ტურისტი ეწვია.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, წლევანდელი მონაცემები გასული წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას ორჯერ აღემატება.

2016 წლის მაისამდე გორში 11 681 ტურისტი, ხოლო, 2017 წლის იგივე პერიოდში, 24 083 უცხოელი მოქალაქე ეწვია.

უფრო კონკრეტულად:

მაგალითად, შარშან, მხოლოდ აპრილში ქალაქში, ოფიციალურად, 4 827 ტურისტი დარეგისტრირდა, 2017 წლის აპრილში, მათმა რაოდენობამ 10 289 შეადგინა.

ჯერ-ჯერობით, აპრილის თვე, მიმდინარე წელს, პიკად ითვლება.

სტატისტიკა ქალაქის მერიამ ტურისტული ცენტრისა და სტალინი სახლ-მუზეუმის მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები