ახალი ამბები
კოტეჯებში ცხოვრებასთან შეგუება ძნელია (VIDEO)
აჩაბეთიდან დევნილი ალე ბერუაშვილი სკრის დევნილთა დასახლებაში შვილთან ერთად ცხოვრობს.

2009 წლიდან ამ დასახლებაშია და სხვადასხვა მეურნეობას მიჰყო ხელი.

თუმცა, ამბობს, რომ კოტეჯებში ცხოვრებას მაინც ვერ შეეგუა.

ეზოში შინაური ცხოველებიც ჰყავს, კურდღელი და ღორი გაამრავლა. 

სახლის გვერდით, ფუტკრის რამდენიმე სკაც დადგა:

,,მაგრამ ვერ ვეგუები აქ ცხოვრებას. იქ სულ სხვა იყო. ამ ხელებით ნაშენები სახლი და კარგი ყველაფერი განდგურდა" - ამბობს ალე ბერუაშვილი.



,,აქ ჩემი მეზობელი მოდიოდა, სკრაში გვაძლევენ სახლსო. მეც მას გამოვყევი. კარგია, გორთან ვართ ახლოს. გორიდან კი, ჩემი ხეობა ჩანს. იმ ჰაერს მაინც ვსუნთქავ. კახეთში ან სხვაგან რომ მოეცათ სახლი, აქამდე ვერც ვიცოცხლებდი"




დიდი ლიახვის ხეობაში მისი დიდი სახლი სოფელ აჩაბეთში იდგა. გორისკენ ჯერ შვილი გამოიყვანა ომის დროს. ფიქრობდა, უკან დავბრუნდებიო. მაგრამ, ვეღარ დაბრუნდა. უთხრეს, სახლები იწვისო. ამბობს, რომ დაუძლურებული ხალხი ცეცხლმოკიდებულ სახლებში მოჰყვა. ისინი კი, ვინც სახლები მაინც არ მიატოვა, უმეტესობა ომს ესხვერპლა.




ავტორები: თათია გოლოშვილი, ირმა კიტრიაშვილი

Print

სტატიის გამოყენების პირობები