ახალი ამბები
შავშვებთან ფიცრით დატვირთული მიკროავტობუსი გააჩერეს
ავტობანზე ის მიკროავტობუსი გააჩერეს, რომელსაც თბილისისკენ 4 კბ.მ ფიცარი გადაჰქონდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, მძღოლს თან არანაირი დოკუმენტაცია აღმოაჩნდა.

ფიცარი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისად მიჰქონდათ.

,,გადამოწმების მიზნით შეჩერებულ იქნა მოქალაქე მ.ბ, რომელსაც, საკუთარი ავტომანქანით, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისიდან თბილისში გადაჰქონდა 4,0 მ3 ფიცარი" - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

ავტომანქანა დაილუქეს და შესაბამისი აქტი შეადგინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ფაქტი ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებად მიიჩნიეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები