ახალი ამბები
ქვენატკოცაში ბლოკის საამქროს უნებართვოდ გაკეთებული ჭა დაულუქეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში, სამშენებლო ბლოკის საამქროს ხელმძღვანელი ჭის წყლის უნებართვოდ მოპოვების გამო, დააჯარიმეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვის სამინისტოდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ინდივიდუალური მეწარმის - პ.ხ-ს კუთვნილი, , წყალს საამქროს ტერიტორიაზე არსებული ჭაბურღილიდან სამეწარმეო საქმიანობისთვის მოიხმარდა.

,,აღნიშნულმა საამქრომ, უკანონოდ, ლიცენზიის გარეშე მოიპოვა 10 ტონა წყალი. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამისი ოქმი." - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

რეიდი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს.

ისინი აღნიშნავენ, რომ ჭაბურღილიდან წყლის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.








Print

სტატიის გამოყენების პირობები