ახალი ამბები
შიდა ქართლში წიფლისა და ფიჭვის ხეების ჭრის უკანონო ფაქტები გამოავლინეს
ქალაქ გორში ავტომანქანა ,,ნივის" მძღოლი ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების გამო დააჯარიმეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, მოქალაქე ა.ვ.-ს წიფლის სახეობის საშეშე მერქანი სათანადო დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდა.

ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ფაქტი გამოავლინეს.

ამავე უწყების თანამშრომლებმა სოფელ ქვიშხეთში მოჭრილი ფიჭვის ხეები ნახეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, უფროსი სპეციალისტები, შეტყობინებაში მითითებულ ტერიტორიაზე გამოცხადდნენ.

ადგილზე მოჭრილი იყო ორი ძირი ფიჭვის სახეობის ხე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები