ახალი ამბები
გორში ველომოყვარულთა კლუბი დაარსდა
30 ივნისს, 19 საათზე, ქალაქ გორის ქუჩებში ველოსიპედებით მსვლელობა მოეწყობა.

ამის შესახებ ინფორმაციას ველომოყვარულთა კლუბის წარმომადგენლები ავრცელებენ.

კლუბის წარმომადგენლის, ნიკოლოზ სუხიტაშვილის განცხადებით, წევრები ,,ახალ ბაღის" ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და შემდეგ გორის ქუჩებში გადაინაცვლებენ.

პარალელურად, ახალი წევრების მიღებაც მოხდება.

ველომოყვარულთა კლუბი თვეზე მეტია შეიქმნა. მისი მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და ველოსიპედით მგზავრობის კულტურის ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ-ჯერობით, არსებულ ქუჩებზე ველობილიკების  ხაზები მონიშნული არაა. ნაკლები საჭიროების გამო, ადგილობრივ საკრებულოში ამის თაობაზე აქამდე არ უმსჯელიათ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები