ახალი ამბები
სოფელ გომთან მოქალაქე ელექტრო შოკური აპარატით თევზაობდა
უკანონო თევზჭერის ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა  გამოავლინეს.

კასპის რაიონის, სოფელ გომთან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოქალაქე გ.ს. ელექტრო შოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდა.

ამის გამო, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ის დააჯარიმეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, მოქალაქეს 1,5 კგ. თევზი ჰყავდა მოპოვებული.


Print

სტატიის გამოყენების პირობები