ახალი ამბები
პარკირების ადგილები გორში და აბონემენტის ფასები
ქალაქ გორში, ავტომანქანების პარკინგისთვის 79 ადგილია გამოყოფილი.

,,ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე პარკირების ადგილები" 2016 წლის ივნისში დამტკიცდა.

თავდაპირველად, განსაზღვრული იყო 69 ადგილი. 2017 წლის იანვარში კიდევ 10 ადგილი დაამატეს.

პარკინგის ადგილები მონიშნულია:

სტალინის, ჭავჭავაძის, გურამიშვილის, სამეფოს, 26 მაისის სანაპიროს, ცხინვალის, მშვიდობის, თამარ მეფის, ჭავჭავაძე-გელდიაშვილის კვეთის, ქუთაისის, რუსთაველის, კოსტავასა და ფარნავიზის ქუჩებზე.

დეტალურად იხილეთ ბმული:

პარკირების ნებართვის მისაღებად, დღეიდან, ქალაქ გორში, ელექტრონული სისტემა ამოქმედდა და სავალდებულო გახდა.

4 დღე - 3 ლარი

30 დღე - 10 ლარი

120 დღე - 17 ლარი

180 დღე - 25 ლარი

360 დღე - 40 ლარი

მძღოლებმა აბონემენტი ,,ლიბერთი ბანკის“ ფილიალებისა და სწრაფი გადახდის აპარატებზე უნდა აიღონ.

უნებართვო პარკირებასა და პარკირების წესების დარღვევაზე ავტომფლობელებს ჯარიმები დაეკისრებათ.

კომპანია ,,სერვისჯგუფის“ წარმომადგენლები, ქვეითად და მოტოციკლეტებით, ქალაქში იმოძრავებენ და პარკირების ადგილებს მონიტორინგს გაუწევენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები