ქალაქის რამდენიმე უბანზე მინი საფეხბურთო სტადიონი მოეწყო და
ახალგაზრდები პენლების დარტყმასა და ბურთის აკენწვლაში
შეეჯიბრნენ.
გორის მერიის კულტურის სამსახურის ცნობით, გამარჯვებულები ბურთებითა
და ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთებით დაჯილდოვდნენ.
მაყურებლებს კი ჩემპიონატის თამაშების პროგრამის ამსახველი ფლაერები
და მაისურები დაურიგდათ.
ადგილობრივი მუსიკოსების მონაწილეობით ,,ახალ ბაღში" კონცერტი
მიმდინარეობს.
ევროპის 19-წლამდელ ფეხბურთელთა ჩემპიონატი 2 ივლისს 20:00 საათზე
გორის სტადიონზე გაიხსნება. ჩემპიონატის ფარგლებში ,,დილას" მოედანი
2, 6, 8 და 9 ივლისს ა და ბ ჯგუფის 4 შეხვედრას უმასპინძლებს.
ჩემპიონატი 15 ივლისამდე თბილისშიც გრძელდება.
თამაშები 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 2 ლარია და მათი
შეძენა ინტერნეტით www.tkt.ge/u19-ზეა შესაძლებელი.
სტატიის გამოყენების პირობები