ახალი ამბები
გორის საფეხბურთო სტადიონი განათებიდან განათებამდე (ფოტო ისტორია)
გორის ,,დილას" სტადიონის რეაბილიტაცია, მიმდინარე წელს, 1 მლნ 350 000 ლარი დაჯდა.

ამის თაობაზე თანხა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მთავრობამ 2017 წლის 4 მაისს გამოყო.

პარალელურად, სტადიონის გვერდით, გურამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.

,,დილას" სტადიონი, მიმდინარე წელს, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, სრულად განათდა.

მასშტაბური სამუშაოები ევროპის ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა გამოიწვია, რომლის გახსნის ცერემოანიალი, დღეს, 2 ივლისს გაიმართება.

19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროტურნირზე ,,დილას" სტადიონი საქართველო-პორტუგალიის მატჩს უმასპინძლებს.

ამჟამად, სტადიონი 3700 მაყურებელზეა გათვლილი. 30-40 წლის წინ, სტადიონი 8500 მაყურებელზე იყო გათვლილი.











Print

სტატიის გამოყენების პირობები