ახალი ამბები
გორის სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიელებთან დამარცხდა
ევროპის ახალგარდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პორტუგალიელებთან თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე დამარცხდა.

19-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა გუნდებს შორის შეხვედრა 1-ქულიანი სხვაობით (0:1) დამთავრდა.

66-ე წუთზე რუი პედრომ თერთმეტრიანი დარტყმა გამოიყენა. პორტუგალიის ნაკრები 73-ე წუთიდან ერთი ფეხბურთელით ნაკლები შემადგენლობით თამაშობდა.

საქართველოს ნაკრებს წინ ჯგუფური ეტაპის კიდევ ორი თამაში აქვს.

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰელიო სოუზამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდს პირველ ტაიმში გაუჭირდა, საბოლოოდ, კარგი თამაში გამოვიდა.

„პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, განსაკუთრებით დაცვაში თამაში. მეორე ნახევარში კი, თამაში დავაბალანსეთ და გავიმარჯვეთ. განსაკუთრებით, მას შემდეგ რაც მინდორზე კაცნაკლულები დავრჩით. საგოლე მომენტებს რაც შეეხება, ორივე გუნდს გვქონდა. ასევე, აღვნიშნავ, რომ კარგ, საფეხბურთო გარემოში მოგვიწია თამაში“, - აღნიშნა სოუზამ.

მეორე ტურში პორტუგალია ჩეხეთის ნაკრებს, ხოლო საქართველო შვედეთს დაუპირისპირდება. ორივე თამაში 5 ივლისს, თბილისში ჩატარდება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა განაცხადა, რომ მის გუნდს ცუდად არ უთამაშია, მეტიც, მეტოქეზე უკეთესი ფეხბურთი აჩვენა.

ვიდეო










Print

სტატიის გამოყენების პირობები