ახალი ამბები
გამოცდები კონდინცირების გარეშე
დღეს, ეროვნული გამოცდები დაიწყო. 3-4 ივლისს აბიტურიენტები გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

ამავე პერიოდში, საქართველოში მაღალი ტემპერატურაა. ამის თაობაზე, მოსახლეობა ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გააფრთხილა.

მესამე საჯარო სკოლაში მოთავსებულ საგამოცდო ოთახებში კონდინციონერები არაა დამონტაჟებული. სანდრო მარანელი ამბობს, რომ ხვალ, გამოცდებთან ერთად, სიცხესაც უნდა გაუმკლავდეს.

,,ერთი თვის წინ დავამთავრე ეს სკოლა და ვიცი, რომ კონდინცირება არაა. წარმომიდგენია, რა ხდება ამ დროს შიგნით. თუ სიცხემ არ მოგვცელა, ძალიან ამბიციური ვარ და წარმატებით ჩავაბარებ" - აცხადებს სანდრო მარანელი.

საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი თინათინ გვერდწითელი ამბობს, რომ გამოცდები ყოველგვარი ხარვეზების გარეშე, მიმდინარეობს. ჯამურად, გორის საგამცდო ცენტრში, დაახლოებით 2200-მდე აბიტურიენტია რეგისტირებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები