ახალი ამბები
ბერშუეთთან ახალი ბანერის დამონტაჟებას სავარგულები შეეწირა
გორის რაიონის სოფ. ბერშუეთთან, გამყოფ ხაზის გასწვრივ, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დაამონტაჟეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა.

,,აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე." - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

აღნიშნული საკითხს, 11 ივლისს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე განიხილავენ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნულ ფაქტს საოკუპაციო ხაზის გადაწევად აფასებს.

,,პრეზიდენტისადმინისტრაცია აღშფოთებას გამოთქვამს გორი რაიონის სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო და იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მყისიერად გამოეხმაურება შექმნილ ვითარებას."

ეს განცხადება დღეს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ გააკეთა.

“ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ნებისმიერი ფაქტი მტკიცედ დაიგმოს. საქართველო გამოიყენებს ყველა იმ დიპლომატიურ საშუალებებს, რომელიც მის ხელთ არსებობს, იმისთვის, რომ შეაჩეროს მცოცავი ოკუპაცია." - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საართველოს პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები