ბოლო სამი თვის განმავლობაში, შიდა ქართლში, ავტომანქანიდან
ნარჩენების გადაგდების გამო, 104 პირი დააჯარიმეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვის
სამინისტროდან აცნობეს.
გარემოდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით,
ამ მიმართულებით, გამოვლენილი დარღვევების კუთხით, რეგიონი ქვეყნის
მასშტაბით, მესამე ადგილს იკავებს.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი ჯარიმა სამეგრელო-ზემო სვანეთის
რეგიონში დაიწერა 143 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; შემდეგ
მოდის ქვემო ქართლის რეგიონი - 136 ოქმით;
დასავლეთის რეგიონულმა სამმართველომ (იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი
ქვემო სვანეთი) 96 - შემთხვევა დააფიქსირა. აჭარის სამმართველომ
გამოავლინა სამართალდარღვევის 77 ფაქტი;
სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ - 31 ფაქტი, ხოლო კახეთის სამმართველომ
- 27 ფაქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017
წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის
დარღვევის სულ 779 ფაქტი გამოავლინეს.
,,გამოვლენილი სამართალდარღვევების ძირითადი ნაწილს, რაზეც
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებია შედგენილი, ავტომანქანიდან
გადმოგდებული საყოფაცხოვრებო ნარჩენის გამოვლენის ფაქტები შეადგენს."
- აცხადებენ პრეს-სამსახურში.
აპრილ-ივნისში ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული,
შედგენილი საჯარიმო ოქმებიდან, ყველაზე მეტი - 165 სამართალდარღვევა
თბილისის მასშტაბით გამოვლინდა.
ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით,
3 კგ-მდე ნარჩენის დაგდება ქუჩაში ითვალისწინებს ჯარიმას 80 ლარის
ოდენობით.
შენობიდან ნაგვის გადმოყრისას – 100-ით,
ხოლო ავტომობილიდან -120 ლარით.
სტატიის გამოყენების პირობები