ახალი ამბები
გორში ჭალის დასახლებაში სპორტის სასახლის გვერდით დასასვენებელი ბაღი გაშენდება
ქალაქ გორის მერიას, ჭალის დასახლებაში, მშენებარე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელება დაევალა.

ამისათვის, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, 30 ივნისს, 1 მლნ 400 000 ლარი გამოიყო.

კეთილმოწყობის სამუშაოები ითვალისწინებს: ტერიტორიის შემოღობვას ლითონის დეკორატიული ღობით; ტერიტორიაზე მისასვლელებისა პარკირების ადგილების მოწყობას; ტერიტორიის გამწვანებას, დასასვენებელი კუთხეების მოწყობას, დეკორატიული და ღამის განათებების მოწყობას. პროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია სპორტის სასახლის შენობის დაერთება გარე კომუნიკაციებზე (წყალმომარაგება-წყალარინება; ელმომარაგება; ბუნებრივი აირმომარაგება).

ქალაქ გორში დავით ჩუბინიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის ოქტომბერში.

მერიის ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქ გორში დ. ჩუბინიშვილის ქუჩაზე მშენებარე მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობი პროექტი“ უკვე არსებობს. სამუშაოების დაწყება აგვისტოშია დაგეგმილი.





Print

სტატიის გამოყენების პირობები