ახალი ამბები
წმინდაწყალზე მოტოციკლი რუსთაველის სკვერში შევარდა
ავარია ერთი საათის წინ წმინდაწყლის ხიდთან მოხდა.

დაშავებული ,,გორმედის" საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შოთა რუსთაველის სახელობის სკვერში, რომელიც გორის ციხის ძირში მდებარეობს, მოტოციკლი ცხინვალის გზატკეცილიდან შევარდა.

,,ეგ ბიჭი ჯორბენაძის ქუჩიდან გამოვიდა. როგორც კი, ხიდს მიუახლოვდა გაზი მისცა. იამკაში ჩასცხო წინა თვალი. როგორც ჩანს, წონასწორობა დაკარგა და პირდაპირ ბორდიურისკენ წავიდა" - ამბობს თვითმხილველი.

დაშავებულმა პოლიციელებს განუცხადა, რომ საჭე მოსახვევთან ვეღარ დაიმორჩილა.

ია თინიკაშვილის ფოტო



Print
თეგები: გორი / ავარია /

სტატიის გამოყენების პირობები