ახალი ამბები
გორში ზებრა გადასასვლელებზე მძღოლების დაჯარიმება დაიწყო
გორის პატრულმა იმ ავტომანქანების მძღოლების დაჯარიმება დაიწყო, რომლებიც, მათი მონაცემებით, ქვეითებს გზას არ უთმობენ.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა, დღეს, სააკაძის ქუჩაზე მოხდა. 

ავტომანქანის მძღოლი ამბობს, რომ ქვეითი ,,ზებრა გადასასვლელიდან" 5 მ-ის მოშორებით იდგა, შესაბამისად, გზა არ დაუთმო. გამოწერილი ჯარიმა უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

მოქალაქე წერს, რომ ქვეითი უშუალოდ ,,ზებრა გადასასასვლელზე" უნდა მდგარიყო, რაც იმის შესაძლებლობას მისცემდა, რომ ეფიქრა, ნამდვილად გადადიოდა თუ არა გზაზე.

ქალაქ გორის საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ გასაჩივრება მარტივია, თუნდაც, 10 ლარიანი ჯარიმა იყო. მისი აზრით, აუცილებლად უნდა იქნას ნანახი ვიდეო ჩანაწერი, სადაც ნათლად გამოჩნდება ქვეითის დგომის ადგილი.

ამ შემთხვევაში მოქალაქე 40 ლარით დაჯარიმდა და 100 ქულიან სისტემაში 10 ქულა მოაკლდა.






Print

სტატიის გამოყენების პირობები