14 ივლისს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება რუსეთის სამშვიდობო
ძალების დღეს აღნიშნავს.
ამის თაობაზე, მოსკოვიდან და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან
ჯავის გავლით ცხინვალში 50 ბაიკერი ჩავა.
ცხინვალის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სტუმრებს 20-მდე
ადგილობრივი მოტომრბოლელი შეუერთდება, რომელთან ერთადაც ბაიკერები
ქალაქის ცენტრში ,,აკრობატულ ილეთებს" ჩაატარებენ.
შეკრება ქალაქის იმ ქუჩაზე მოხდება, რომელსაც ,,მშვიდობისმყოფელების"
ქუჩა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაერქვა. ამ ქუჩაზე იყო
განთავსებული, სამშვიდობო მისიით მყოფი, რუსეთის სამხედროების
ბაზა.
ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები 1992
წლის 14 ივლისს შეიყვანეს და 16-წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ ,,სამშვიდობო მისია" რეგულარული
არმიით შეიცვალა.
სტატიის გამოყენების პირობები