ახალი ამბები
გორში საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნა
გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო პერიოდში, მედიაცენტრი იმუშავებს. ამის შესახებ გუშინ გამართულ შეხვედრაზე ცენტრის წარმადგენელმა, ნინო გიორგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო მედიაცენტრი საკუთარ სივრცესა და ტექნიკურ რესურსს პოლიტიკურ დებატებს, საარჩევნო პროგრამების პრეზენტაციებსა და სპეციალურ ბრიფინგებს დაუთმობს.

შეხვედრას პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც გასული წლების პრაქტიკის მიმოხილვის შემდეგ საკუთარი რეკომენდაციები წარადგინეს, მედიაცენტრის უფრო ეფექტური მუშაობის მიზნით.

საარჩევნო მედიაცენტრში არჩევნების დღეს ცხელი ხაზიც იმუშავებს, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა პარტიებისა თუ ორგანიზაციების წარმომადგენლები უბნებიდან დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას ოპერატიულად მიაწვდიან.

ორგანიზაცია მუშაობას არჩევნების შემდგომ პერიოდშიც გააგრძლებეს. არჩევნების დღეს კი ის საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები