გორის რესტორან ,,დარიალში" ის ექიმები ბიუჯეტის ფულით აქეიფეს,
რომელიც პარლამენტარ იოსებ მაკრახიძის ინიციატივით გორში უფასო
სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად ჩაიყვანეს.
რესტორნის ხარჯი 800 ლარი კულტურის სამსახურმა დაფარა. 17 ივნისის
მიღება-ჩაბარების აქტს სამსახურის უფროსი რამაზ შიოშვილი აწერს ხელს.
რესტორანი ,,დარიალი" კი, მერიის ,,ახალგაზრდული განვითარების
ცენტრის" დირექტორის, გიორგი ნადიბაიძის ოჯახის წევრებს ეკუთვნით.
მერიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ სამედიცინო
კლინიკა ,,„Gori Medical Center”-ში იოსებ მაკრახიძემ ექიმები 2017
წლის 17 ივნისს ჩაიყვანა. ეს კლინიკაც ასევე ეკუთვნის გიორგი
ნადიბაიძის ახლობლებს და ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო" დირექტორის
შვილს. ამას საჯარო რეესტრის მონაცემები ადასტურებს.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის
ინიციატივით, მოსახლეობის დაავადებათა პრევენციისა და გამოვლენის
მიზნით მოწვეულნი იყვნენ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერისტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ წამყვანი
ექიმ-სპეციალისტები.
,,მოქალაქეებმა მიიღეს თერაპევტის, კარდიოლოგის, ნერვოლოგის,
პედიატრის, ბავშვთა ნერვოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის,
გინეკოლოგის, ქირურგის, ოტოლარინგოლოგის, დერმატოლოგის, უროლოგის,
ორთოპედ-ტრამვატოლოგისა და მამოლოგის მომსახურება." - აცხადებს მერიის
პრეს-სამსახური.
სტატიის გამოყენების პირობები