ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან სასოფლო სამუშაოებს ევროკავშირის მისიასთან შეთანხმებით ჩაატარებენ
გამყოფ ხაზთან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს მხარეები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეთანხმებით, ჩაატარებენ.

ამის შესახებ ერგნეთში, გუშინ გამართულ 79-ე შეხვედრაზე ისაუბრეს.

მისიის წარმომადგენლების ცნობით, ფერმერების უსაფრთხოების მიზნით, მხარეები ერთობლივად იმოქმედებენ. ინიციატივა ერგნეთში შეხვედრის ფასილიტატორებმა წამოაყენეს.

საკითხი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 19 ივნისს, სოფელ ბერშუეთთან რუსეთის სამხედრო ძალებმა ახალი ბანერი ხორბლისა და ქერის ყანებთან დაამონტაჟეს. მწვანე ბანერის მიღმა საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, გიორგი ხოდელის მიწის ფართობი მოყვა.

გიორგი ხოდელი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ამბობს, რომ  საგაზაფხულო სამუშაოების დროს, ბანერი არ იდგა და შემდეგ გაჩნდა. მარტსა და აპრილში, სახნავ ტრაქტორს იმ პერიოდისთვის არსებული ბანერი არ გადაუკვეთავს.

„ნუ აწარმოებენ აქ სამეურნეო საქმიანობას. მესმის, ჩვენს შემთხვევაში 200 და 100 მეტრიც კი გადამწყვეტია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. რთულია, მაგრამ რატომ არ უნდა შევეცადოთ, ავუხსნათ ადგილობრივებს, რომ არ მიუახლოვდნენ და არ გადაკვეთონ ხაზი. ხოლო იმისთვის, რომ არ გადაკვეთონ, საჭიროა დაფიქსირდეს ეს ხაზები. ამ კუთხით დიდი პასუხისმგებლობა სწორედ ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფს აკისრია, ჟენევაში ამას ვერ მივაღწევთ,“ - განაცხადა ცხინვალის მთავრობის წარმომადგენელმა მურად ჯიოევმა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ მწვანე ბანერების განთავსება გაუმართლებელია საბორდერიზაციო ქმედებები ნებისმიერი ფორმით, ( მათ შორის ასეთი ბანერების განთავსებით) და ქმნის დაბრკოლებებს გადაადგილების თავისუფლებისთვის და წლების განმავლობაში აქ მომუშავე ფერმერებს თავიანთი მიწის დამუშავების საშუალებას არ აძლევს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები