ახალი ამბები
პარლამენტარ მაკრახიძის ექიმებმა ბიუჯეტის ფულით ერთი რესტორნიდან მეორეში გადაინაცვლეს
პარლამენტარ მაკრახიძის მიერ გორში ჩაყვანილი ექიმები ბიუჯეტის ფულით კიდევ ერთ რესტორანში აქეიფეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევების მიზნით, დეპუტატმა ,,საქველმოქმედო აქცია" ჩაატარა. სინამდვილეში საქველმოქმედო აქციაში ფინანსური ხარჯი გორის მერიამ გაიღო.

ექიმების სარესტორნო მომსახურებამ ჯამში 1100 ლარი შეადგინა, აქედან, 800 ლარი რესტორან ,,დარიალში", ხოლო საღამოს დესერტი 300 ლარი რესტორან ,,ნიკალაში" გადაირიცხა.

მილიონერ დეპუტატის ბიუროში აცხადებენ, რომ ხარჯების შესახებ კომენტარს გააკეთებენ.

19 ივნისს მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ინიციატივით, მოსახლეობის დაავადებათა პრევენციისა და გამოვლენის მიზნით მოწვეულნი იყვნენ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ წამყვანი ექიმ-სპეციალისტები.

,,მოქალაქეებმა მიიღეს თერაპევტის, კარდიოლოგის, ნერვოლოგის, პედიატრის, ბავშვთა ნერვოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ქირურგის, ოტოლარინგოლოგის, დერმატოლოგის, უროლოგის, ორთოპედ-ტრამვატოლოგისა და მამოლოგის მომსახურება." - აცხადებს პრეს-სამსახური.

გორის მერიის ჯანდაცვის განყოფილების ცნობით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70000-ის ჩათვლით სოციალური სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა, მედიკამენტებისთვის დაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 100 (სამასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.















Print

სტატიის გამოყენების პირობები