ახალი ამბები
სიღარიბე თუმცა არა სიღატაკე ჩობალაურელ მიდელაშვილების ოჯახში (VIDEO)
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ჩობალაურში ეთერ და ელგუჯა მიდელაშვილებს სოციალური დახმარება იანვრიდან მოუხნეს. ნახევარი საუკუნის წინ აშენებულ ალიზისა და ქვის სახლი იშლება.

შვილი და შვილიშვილები ცალკე საცხოვრებლად, სხვის კუთვნილ ბინაში გადავიდნენ. დემოგრაფიული ცვლილების გამო, ორივე ოჯახი შემწეობის გარეშე დარჩა. ეთერ მიდელაშვილს სიცოცხლისთვის საშიში დაავადება დაუდგინდა, თუმცა, მისი თქმით, ამ გარემოებამ სოციალური სტატუსის მისაღებად საჭირო ქულების რაოდენობაზე არ იმოქმედა.

კასპის სოციალურ სააგენტოში აცხადებენ, რომ მიდელაშვილებს ერთი წლის გასვლის შემდეგ, შეუძლიათ ხელახალი გადამოწმება მოითხოვონ, თუმცა, სთავაზობენ, დასაქმების პროგრამაში განაცხადი შეიტანონ. ამ შემთხვევაში, საჭიროა ელექტრონულად დარეგისტრირება. კომპიუტერი და ინტერნეტი კი სოფელში თითქმის არაა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები