გორში, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, სისხლის უანგარო დონაციის
აქცია ჩატარდა. აქციის ორგანიზატორი ჰემატოლოგიისა და
ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი იყო.
პრეს-სამსახურის ცნობით, სისხლის ჩაბარების აქციაში მერიისა და
საკრებულოს 25 თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა და აქედან მხოლოდ 20
კაცის სისხლი გამოდგა ვარგისი. სისხლის გადასხმის ბანკის
თანამშრომლის თქმით გასულ წელს მერიის და საკრებულოს 40-მა
თნამშრომელმა ჩააბარა სისხლი.
აქციის ორგანიზატორების თქმით, მასგავსი ტიპის აქცია სექტემბერშიც
ჩატარდება.
სისხლის გაცემის აქციაში მონაწილეობა არ მიუღია გორის მერს, მის
მოადგილეს და საკრებულოს თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს.
სტატიის გამოყენების პირობები